ჩვენი ისტორია
ი-თი სინერგიის ზრდისა და განვითარების ისტორია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე.
შპს „ი-თი სინერგია" 25-წლიანი გამოცდილებით გამოირჩევა ენერგეტიკის სფეროში. ამ პერიოდში კომპანიამ ითანამშრომლა 60-მდე წამყვან ორგანიზაციასთან, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ – მათ შორის თურქეთსა და სომხეთში, ელექტროენერგიის ექსპორტის მიმართულებით.
შპს „ი-თი სინერგია" დაარსდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ, რომლებმაც სწორად შეაფასეს ელექტროენერგიით ვაჭრობის გამჭვირვალე, კონკურენტული და მომხმარებელზე ორიენტირებული გარემოს შექმნის საჭიროება. კომპანია გამოირჩევა ახალგაზრდა, მოტივირებული გუნდით, რაც აძლიერებს მის დინამიკას და სწრაფად ცვალებად ბაზარზე ადაპტაციის უნარს.
წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობების საფუძველზე, კომპანია დღემდე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ელექტროენერგიით ვაჭრობის სექტორში.
